აღმოაჩინეთ პიროვნება თქვენს პატარაში

შევქმნათ მათთვის ჯანსაღი, მოსიყვარულე, განმავითარებელი გარემო. მივცეთ თავისუფლება, საჭირო მასალა და სივრცე უთვალავი აღმოჩენებისთვის!

მულტიმედიური კოლაჟი

მონტესორის ავეჯი

მონტესორის სწავლების მეთოდები სრულიად აგებულია ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. დამოუკიდებლობა არის ის... 

  • უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა

    #1 უსაფრთხოებაა!

    ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოებაზე, მუდმივად ვეცნობით სექტორის ევროპულ სტანდარტებს და ვიცავთ მათ. 

  • ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული

    ჩვენი სათამაშოებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულება ეყრდნობა Open-ended play (ღია თამაშის) პრინციპებს, სადაც ყველაფერი არის მრავალფუნქციური, განმავითარებელი, წინასწარდადგენილი წესების გარეშე. ჩვენი პროდუქტების ზოგადი მიმართულება ინსპირირებული და თავსებადია მონტესორის, პიკლერის, ვალდორფის ბავშვთა აღზრდის ჰუმანისტურ მეთოდებთან.

  • ქართული წარმოება

    ჩვენი პროდუქტის წარმოება 100%-ით ხდება საქართველოში, რაც ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობთ, რომ მონდომებით, ცოდნაზე დაფუძნებული წარმოებით, სტანდარტების დანერგვით და მათი მუდმივი გაუმჯობესებით შეგვიძლია საქართველოში ევროპული ხარისხის ხის სათამაშოებისა და ავეჯის შექმნა.