ემი პიკლერი და მისი მეთოდოლოგია

 

უნგრელი პედიატრი და მასწავლებელი, ემი პიკლერი,1902 წელს, ვენაში დაიბადა. 1946 წელს მან დააარსა  ბავშვთა სახლი ბუდაპეშტში, რომელშიც დანერგეს ობოლი ბავშვების აღზრდის ავტორისეული მეთოდი. ამ პედაგოგიური სისტემის გამოყენებამ შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო. პიკლერის იდეები, რომლითაც იგი ბავშვების აღზრდაში 50 წლის წინ ხელმძღვანელობდა, თანამედროვე სამყაროში დღითიდღე სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდება.

ფოტო: პიკლერის საერთაშორისო ასოციაცია 

ემის აზრით, ბავშვი არცერთ ასაკში არ არის ჭურჭელი, რომელიც ზრდასრულმა ადამიანმა საკუთარი ცოდნითა და უნარებით უნდა შეავსოს. მას მიაჩნდა, რომ ბავშვი ნებისმიერ ასაკში ზრდასრულის სრულფასოვანი მეგობარია და მზადაა თანამშრომლობისთვის. პატარა თავისი სიცოცხლის პირველ წელს უმწეო ჩანს, ის ვერ ახერხებს ინიციატივის/სურვილის გამომჟღავნებას. სინამდვილეში, ბავშვებს შეუძლიათ აჩვენონ, რა უნდათ, რა მოსწონთ და რა – არა. ახალშობილს იმაზე ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე მოზრდილები ვარაუდობენ და მათი ზედმეტი დახმარება მხოლოდ ხელს უშლის პატარას. ზრდასრული ადამიანის მთავარი ამოცანა ისაა, რომ ისწავლოს ბავშვის საჭიროებების, უნარების დანახვა და მათი პატივისცემა. ასევე საჭიროა, პატარას მიეცეს დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობა. ამისათვის კი მშობლებმა უნდა შექმნან შესაფერისი გარემო, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ბუნებრივ განვითარებას და რომელშიც პატარა შეძლებს სამყაროს შემეცნებას, მოტორულ აქტივობას, ცდითა და შეცდომებით თვითსწავლის უნარების გამომუშავებას.

ემი პიკლერი 1984 წელს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სახელობის ორგანიზაცია „პიკლერის სახლი“ (A Pikler Házról) 1946 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს (იხ. ვებგვერდი). მუდმივად იზრდება ორგანიზაციის წარმომადგენელთა სია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ჩამონათვალი იხ. ლინკზე).

 

იხ. შემდეგი სტატიები:  

საცოცი სამკუთხედი და მისი უპირატესობები
პიკლერის სამკუთხედითუმონტესორის სამკუთხედი“? სავაჭრო ნიშანი და მოდელების საავტორო უფლებები
როგორ შევარჩიოთ საცოცი სამკუთხედი? 
საცოცი სამკუთხედი: უსაფრთხოება და რეკომენდაციები
გოგორასსაცოცი სამკუთხედი

 

ბლოგზე დაბრუნება

დატოვე კომენტარი