სამზარეულოს კუთხე (ერთი ჯამით)
სამზარეულოს კუთხე (ერთი ჯამით)
ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული აქტივობებით შეიცნოს რეალური სამყარო და მიიღოს გამოცდილებები. სწორედ ამ მნიშვნელოვანი მისიის ერთ-ერთ ასპექტს აკმაყოფილებს ჩვენი ჭურჭლის სარეცხი და სენსორული კუთხე, რომელიც მორგებულია ბავშვის ზომებსა და საჭიროებებზე. იგი შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვი კვლევისა და განმეორების გზით ჩაერთოს ისეთ პრაქტიკულ და სასიამოვნო აქტივობებში, როგორიცაა ჭურჭლის რეცხვა, რაც პატარას საშუალებას აძლევს ისწავლოს ჭამის შემდეგ დასუფთავება, განივითაროს წვრილი მოტორული უნარები, პასუხისმგებლობის გრძნობა და დააფასოს საოჯახო საქმიანობაში წვლილის შეტანის მნიშვნელობა.
სენსორული კუთხეები უდიდესი წყაროა ბავშვის ფანტაზიის გასაღვიძებლად, მისი შემოქმედებითობისა და კოგნიტური უნარების სტიმულირებისთვის. იგი ხელს უწყობს შესწავლას შეხების, მხედველობის, ხმის და თუნდაც ყნოსვის საშუალებით და შეუქმნის უსაფრთხო და საინტერესო გარემოს, რითიც აღმოაჩენს საკუთარ თავს და შესაძლებლობებს.
ზომები: 45სმ/60სმ/35სმ
უსაფრთხოება
უსაფრთხოება
#1 უსაფრთხოებაა!
ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოებაზე, მუდმივად ვეცნობით სექტორის ევროპულ სტანდარტებს და ვიცავთ მათ.
ნედლეული
ნედლეული
ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეული უსაფრთხოა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი.
- არყის ხის ფანერა: ამერიკული, CARB II სერტიფიცირებული, I კლასი.
- წყლის ბაზაზე დამზადებული გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის ლაქი: EN 71-3 სერტიფიცირებული, რომელიც განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის დასამუშავებლად.
- უსაფრთხოებისა და პრემიუმ ხარისხის მისაღწევად, პროდუქტის ზედაპირი მრავალჯერ მუშავდება სხვადასხვა ზომის ზუმფარის ქაღალდით, რაც მის იდეალურ სიგლუვეს უზრუნველყოფს. ხის მასალის კუთხეები მომრგვალებულია. ვიცავთ ნედლეულის გამოყენების ინსტრუქციას.
მოვლის ინსტრუქცია
მოვლის ინსტრუქცია
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროდუქცია არ არის განკუთვნილი სახლის გარეთ გამოსაყენებლად. გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:
- გამოიყენეთ რბილი საწმენდი ნაჭრები;
- ზედაპირი წყალთან მედეგია, თუმცა მოარიდეთ ინტენსიურ და ხანგრძლივ სისველეს. დასველების შემთხვევაში, სასურველია, დაუყოვნებლივ გაწმინდოთ ზედაპირები;
- მოარიდეთ მზეზე ხანგრძლივად დატოვებას;
- შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ფლომასტერები ან საღებავები, რომლებიც შექმნილია წყლის ბაზაზე და ადვილად სცილდება წყლით;
- პლასტენილით თამაშის დროს, სასურველია, გამოიყენოთ ძირს დასაფენი;
- ამ ტიპის პროდუქტებში ლაქით დაფარული ზედაპირების განახლების რეკომენდიაციაა ყოველწლიურად ერთხელ, ხოლო ზეთი დაფარული ზედაპირების - ნახევარ წელში ერთხელ. თუ ზედაპირი საგრძნობლად დაზიანდა ყოველთვის შესაძლებელია მისი განახლება.
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ.
გარემოზე ზრუნვა
გარემოზე ზრუნვა
გარემოზე ზრუნვა ჩვენი წარმოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიპოვნეთ ჩვენი მწვანე გზა:
- ჩვენი საწარმო აჭარაში ენერგოეფეტულია
- ვიყენებთ მწვანე ტექნოლოგიებს
- ჩვენს მეორად ნარჩენებს ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობებისთვის
- შეფუთვაში გამოყენებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ნედლეული, მეორადი გადამუშავების ქაღალდი ან მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ტომრები
- სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით პოპულარიზებას ვუწევთ მწვანე იდეებს
მიწოდება
მიწოდება
ჩვენი პროდუქტების დამზადებისთვის საჭიროა 5-10 სამუშაო დღე. გთხოვთ, შეკვეთამდე დაგვიკავშირდით და დავაზუსტოთ კონკრეტული პროდუქტის დამზადების დრო.
მიწოდების პირობები
მოგესალმებით!
ჩვენ ვსარგებლობთ ქართული სტარტაპ-კომპანია QuiqShiper-ის მომსახურებით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს თქვენთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი გავხადოთ პროდუქტების მიწოდება.
7 კგ-მდე პროდუქტის მიწოდების ტარიფები:
- თბილისის მასშტაბით 10 ლარი
- რეგიონებში 15 ლარი
7 კგ-ზე მეტი წონის პროდუქტის მიწოდების ტარიფები:
- თბილისის მასშტაბით 15 ლარი
- რეგიონებში 20 ლარი
პროდუქტის მიწოდების ვადები:
- საქართველო: 5-10 სამუშაო დღე
- ევროპა: 10-15 სამუშაო დღე
- აშშ: 14-21 სამუშაო დღე
- მსოფლიოს სხვა ქვეყნები: 15-25 სამუშაო დღე