საცოცი სამკუთხედი + ჩამოსასრიალებელი დაფა
საცოცი სამკუთხედი + ჩამოსასრიალებელი დაფა
ემი პიკლერის დიზაინით შექმნილი პროტოტიპი - საცოცი სამკუთხედი საუკეთესო პროდუქტია მცირეწლოვანი ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, მისი რეგულარულად გამოყენება ხელს უწყობს მოქნილობისა და მოძრაობების სიზუსტის განვითარებას.
ორმხრივი დაფისა და საცოცი სამკუთხედის კომბინაცია მეტ განზომილებას მატებს თამაშს, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს ფიზიკურ განვითარებას, პრობლემების გადაჭრასა და წარმოსახვით თამაშს.
უსაფრთხოება
უსაფრთხოება
#1 უსაფრთხოებაა!
ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოებაზე, მუდმივად ვეცნობით სექტორის ევროპულ სტანდარტებს და ვიცავთ მათ.
ნედლეული
ნედლეული
ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეული უსაფრთხოა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი.
- არყის ხის ფანერა: ამერიკული, CARB II სერტიფიცირებული, I კლასი.
- წყლის ბაზაზე დამზადებული გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის ლაქი: EN 71-3 სერტიფიცირებული, რომელიც განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის დასამუშავებლად.
- უსაფრთხოებისა და პრემიუმ ხარისხის მისაღწევად, პროდუქტის ზედაპირი მრავალჯერ მუშავდება სხვადასხვა ზომის ზუმფარის ქაღალდით, რაც მის იდეალურ სიგლუვეს უზრუნველყოფს. ხის მასალის კუთხეები მომრგვალებულია. ვიცავთ ნედლეულის გამოყენების ინსტრუქციას.
მოვლის ინსტრუქცია
მოვლის ინსტრუქცია
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროდუქცია არ არის განკუთვნილი სახლის გარეთ გამოსაყენებლად. გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:
- გამოიყენეთ რბილი საწმენდი ნაჭრები;
- ზედაპირი წყალთან მედეგია, თუმცა მოარიდეთ ინტენსიურ და ხანგრძლივ სისველეს. დასველების შემთხვევაში, სასურველია, დაუყოვნებლივ გაწმინდოთ ზედაპირები;
- მოარიდეთ მზეზე ხანგრძლივად დატოვებას;
- შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ფლომასტერები ან საღებავები, რომლებიც შექმნილია წყლის ბაზაზე და ადვილად სცილდება წყლით;
- პლასტენილით თამაშის დროს, სასურველია, გამოიყენოთ ძირს დასაფენი;
- ამ ტიპის პროდუქტებში ლაქით დაფარული ზედაპირების განახლების რეკომენდიაციაა ყოველწლიურად ერთხელ, ხოლო ზეთი დაფარული ზედაპირების - ნახევარ წელში ერთხელ. თუ ზედაპირი საგრძნობლად დაზიანდა ყოველთვის შესაძლებელია მისი განახლება.
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ.
გარემოზე ზრუნვა
გარემოზე ზრუნვა
გარემოზე ზრუნვა ჩვენი წარმოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიპოვნეთ ჩვენი მწვანე გზა:
- ჩვენი საწარმო აჭარაში ენერგოეფეტულია
- ვიყენებთ მწვანე ტექნოლოგიებს
- ჩვენს მეორად ნარჩენებს ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობებისთვის
- შეფუთვაში გამოყენებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ნედლეული, მეორადი გადამუშავების ქაღალდი ან მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ტომრები
- სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით პოპულარიზებას ვუწევთ მწვანე იდეებს
მიწოდება
მიწოდება
ჩვენი პროდუქტების დამზადებისთვის საჭიროა 5-10 სამუშაო დღე. გთხოვთ, შეკვეთამდე დაგვიკავშირდით და დავაზუსტოთ კონკრეტული პროდუქტის დამზადების დრო.
მიწოდების პირობები
მოგესალმებით!
ჩვენ ვსარგებლობთ ქართული სტარტაპ-კომპანია QuiqShiper-ის მომსახურებით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს თქვენთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი გავხადოთ პროდუქტების მიწოდება.
7 კგ-მდე პროდუქტის მიწოდების ტარიფები:
- თბილისის მასშტაბით 10 ლარი
- რეგიონებში 15 ლარი
7 კგ-ზე მეტი წონის პროდუქტის მიწოდების ტარიფები:
- თბილისის მასშტაბით 15 ლარი
- რეგიონებში 20 ლარი
პროდუქტის მიწოდების ვადები:
- საქართველო: 5-10 სამუშაო დღე
- ევროპა: 10-15 სამუშაო დღე
- აშშ: 14-21 სამუშაო დღე
- მსოფლიოს სხვა ქვეყნები: 15-25 სამუშაო დღე